Sunday, September 18, 2016

მეოთხე დღე

IV დღე: თავდაპირველად გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. ჩამოვაყალიბეთ   პროექტისთვის მიმართულების მიმცემი  კითხვები და გავუზიარეთ ტრენერს google.doc ის საშუალებით. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და პროექტისთვის ამოვიწერეთ თითოეული სტრატეგიიდან ერთი ან ორი მეთოდი. მივიღეთ საშინაო დავალება:  10  კითხვიანი ტესტი , რომელიც მოსწავლის წინარე ცოდნის შესამოწმებლად იქნება შედგენილი, ასევე მიზნიდან გამომდინარე უნდა მოვიფიქროთ აქტივობები. ვთვლი, რომ დღეს ნაყოფიერი ტრენინგი იყო, რადგან ვისწავლე ის, რასაც მუდმივად გამოვიყენებ.


3 comments: