Tuesday, October 4, 2016

მეცხრე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ბოლომდე გავაკეთეთ ჩვენი სასწავლო პროექტი. 
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ნამდვილად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ტრენინგი. აუცილებლად განვახორციელებ  ჩემს პროექტს. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ვისწავლე ღრუბლებში მუშაობა, ტესტების შექმნა. უკვე ყველა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია განვათავსე drive-ში. 
მადლობა ტრენერს, რომ ყველაფერი კარგად ახსნა, არის კომუნიკაბელური და ხსნის ყველასთვის გასაგებად. არ ვთვლი დროს დაკარგულად. მადლობა ხათუნას...

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა.
პროექტის გეგმის შამბლონში ჩავწერეთ პროექტის მოკლე შინააარსი და გავწერეთ პროექტის მსვლელობა. შევავსე ის სტრიქონები, რომელიც არ მქონდა დაწერილი. საინტერესო ტრენინგია. ნამდვილად არ ვთვლი დროს დაკარგულად. მადლობა ტრენერს, ხათუნას.

Saturday, October 1, 2016

მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ნიმუშებად განვიხილეთ ტრენერის და ჩვენი კოლეგის მიერ მომზადებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი  power point-ში. გავაკეთეთ ჩენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომლებიც მოვათავსეთ ღრუბლებში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და დიფერენცირებულ სწავლებაზე. მივიღეთ საშინაო დავალება.