Sunday, September 25, 2016

მეექვსე დღე

პირველ რიგში გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა. ვისაუბრეთ შფასების ფორმებზე. ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა შეფასების ფორმები სახელმძღვანელოში. ტრენერმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე ფორმა მეილზე. ავირჩიეთ ორი სხვადასხვა ფორმა, გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ ადაპტირება. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. გავიხსენეთ power point . მივიღეთ საშინაო დავალება: მოვძებნოთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და  ფურცელზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო ტრენინგია. მადლობა!

Saturday, September 24, 2016

მეხუთე დღე

პირველ რიგში გავიხსენეთ წინა ტრენინგის  მასალა. დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული, სიახლით  სავსე იყო. კარგი იქნება თუ ყველაფერი თავში დარჩება და საჭირო დროს გამოვიყენებ. ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე გავაკეთეთ წინარე ცოდნის შესამოწმებელი ონლაინ ტესტი,   რაც ძალიან მაინტერესებდა. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.  ვისწავლეთ google ფორმებში მუშაობა. ნამდვილად საინტერესო მასალას გავდივართ.

Sunday, September 18, 2016

მეოთხე დღე

IV დღე: თავდაპირველად გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. ჩამოვაყალიბეთ   პროექტისთვის მიმართულების მიმცემი  კითხვები და გავუზიარეთ ტრენერს google.doc ის საშუალებით. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და პროექტისთვის ამოვიწერეთ თითოეული სტრატეგიიდან ერთი ან ორი მეთოდი. მივიღეთ საშინაო დავალება:  10  კითხვიანი ტესტი , რომელიც მოსწავლის წინარე ცოდნის შესამოწმებლად იქნება შედგენილი, ასევე მიზნიდან გამომდინარე უნდა მოვიფიქროთ აქტივობები. ვთვლი, რომ დღეს ნაყოფიერი ტრენინგი იყო, რადგან ვისწავლე ის, რასაც მუდმივად გამოვიყენებ.


Tuesday, September 13, 2016

მეასამე დღე

III დღე: დღეს ნამდვილად შტამბეჭდავი დღე იყო. რადგან ვისწავლე ღრუბლებში საქაღალდის შენახვა, მისი რედაქტირება. ეს ძალიან მჭირდებოდა. ასევე შევავსეთ ჩვენს პროექტის გეგმაში სტანდარტი, მიზნები. მოვისმინეთ ლექცია მიმართულების მიმცემ კითხვებზე. ჩვენი ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ ტრენერს. 
III დღე: დღეს ნამდვილად შტამბეჭდავი დღე იყო. რადგან ვისწავლე ღრუბლებში საქაღალდის შენახვა, მისი რედაქტირება. ეს ძალიან მჭირდებოდა. ასევე შევავსეთ ჩვენს პროექტის გეგმაში სტანდარტი, მიზნები. მოვისმინეთ ლექცია მიმართულების მიმცემ კითხვებზე. ჩვენი ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ ტრენერს. 

Sunday, September 11, 2016

II დღე: გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ვისწავლეთ საკუთარი პორტფოლიოს შექმნა. მოვისმინეთ ყველას პროექტის მონახაზი, რაც საინტერესო იყო. ბოლოს ცოტა დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ.

Saturday, September 10, 2016

    I დღე: ტრენერი იყო უკვე ნაცნობი და სასიამოვნო შეხვედრა შედგა. ყოველი სიახლე ყველასთვის გასაგებად იყო ახსნილი. ძალიან მომეწონა სახელმძღვანელოს ნავიგაცია.  გამიჩნდა სურვილი მომავალ ტრენინგზე მოსვლის.
     ტრენინგის დაწყება 10.09.2016